Saturday, August 6, 2011

კავკასია




პროექტის სათაური:  კ ა ვ კ ა ს ი ა.

მთავარი იდეა:  მოსწავლეები მეტს გაიგებენ იმ რეგიონის შესახებ, სადაც ცხოვრობენ.კავკასია გუშინ(ისტორიული მიმოხილვა.) კავკასია დღეს(ეკოლოგიური პრობლემები, სოციალური გარემო, კონფლიქტები.) 
აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ რთულ და საინტერესო რეგიონს როგორიც კავკასიაა. კვლევის პროცესში აღმოაჩენენ საერთო და განმასხვავებელ მახასიათებლებს კავკასიელი ხალხის კულტურაში, ისტორიაში. გაეცნობიან კავკასიელების რაინდულ ისტორიულ წარსულს და გმირულ აწმყოს. იმსჯელებენ დღევანდელ პრობლემებზე და შეისწავლიან მათ.
მიზნები: მოსწავლეების შესწავლის საგანი იქნება კავკასიის რელიეფი, ბუნებრივი ლანდშაფტი, გამოიკვლევენ კავკასიის ეკოლოგიურ მდგომარეობას. გაეცნობიან კავკასიელი ხალხების ტრადიციებს და ისტორიულ ძეგლებს. შეისწავლიან კავკასიაში გავრცელებულ ენდემურ სახეობებს(ფლორას და ფაუნას.)სასწავლო პროექტი პასუხობს ესგ–ით განსაზღვრულ სტანდარტებს VIII-2 შეისწავლიან ტერიტორიის
მდებარეობას. VIII-8 ახასიათებს სამხრეთ კავკასიას მსოფლიო რეგიონების გამოყოფის პრინციპზე დაყრდნობით. VIII-15 მოსწავლე იკვლევს საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
ასაკი: პროექტს განახორციელებენ მერვე კლასის მოსწავლეები.
ვადები: პროექტის განხორციელების ვადაა ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას,აიწყობა პრეზენტაცია,ბუკლეტი,ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებით ჩატარდება პრეზენტაცია, ნამუშევრები განთავსდება ინტერნეტში ბლოგზე. მოეწყობა გამოფენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საჭირო ლიტერატურას მოიძევენ ბიბლიოთეკაში, ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებენ ინტერნეტს. ფოტოაპარატი, სასწავლო რუკები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაინაწილებენ სამუშაოს პროექტში.ყველა მოსწავლეს ექნება კონკრეტული კვლევა ჩასატარებელი. ყოველი კვირის ბოლოს წარმოადგენენ სამუშაოს ნაწილს.
საგნებთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია,ლიტერატურა,ბიოლოგია, ისტ–ი,ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა დვალი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makadvali@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:makadvali.blogspot.com